ბრაზილიელი მოდელი და საფეხბურთო კლუბ “პალმეირასის” თილისმა, ჟულიანა სალიმენი, ჩამწვარი სიგარეტივით ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველამ იცის ამ ქალთან მუდმივი ურთიერთობა მავნებელი რომაა, მაგრამ როცა ყველაზე ძალიან გიშლის ნერვებს, სწორედ მაშინ გინდება მასთან ყოფნა.
ჟულიანას უკან მოტოვებულ წლებს რომ გადავავლოთ თვალი, დავინახავთ, რომ ვისაც კი არ დაეზარა, ყველა ამ ქალს ეკურკურებოდა და ამ კურკურის დიდი ნაწილი წარმატებითაც დასრულებულა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სალიმენთან ვერავინ ჩერდება და სწორედ ამიტომაც, ამ ქალს ბრაზილიაში “ქალი მოჩვენება” დაარქვეს.
ჟულიანა სალიმენი ამ ბოლო დროს მსახიობობამ გაიტაცა და ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელესერიალში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს, მაგრამ როგორც მარტყოფელი ნოდარას სიდედრი ვეღარ გაცოცხლდება, ისე ვერ დადგება ამ ქალისგან დიდი მსახიობი. დიდს ვინ ჩივის, საერთოდ თუა მსახიობი – ეგეც საკითხავია.