ფეხბურთი

16:06 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე “უდინეზესთან” კონტრაქტს გაწყვეტს

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ შესაძლოა, “უდინეზე” დროზე ადრე დატოვოს. როგორც გამოცემა gazzetta dello sport-ი გვამცნობს, 38 წლის შემტევი, რომელიც მიმდინარე სეზონში უდინელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. ისე კი, ტოტოს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.

დი ნატალე სერია A-ს ბოლო ტურში, “ნაპოლისთან” სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო წელს მთლიანობაში კინკილა გოლო აქვს გატანილი. შეგახსენებთ, დი ნატალე ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში 200 გოლზე მეტი გაუტანია.

იგი “უდინეზეში” 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მიმდინარე სეზონს თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის გუნდის ერთ-ერთი მთავარი დარტყმელი ძალა იყო.

0.113642