ჩოგბურთი

13:51 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა კატოვიცეს ტურნირში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა პოლონეთში იმყოფება და კატოვიცეს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში მე-2 განთესვით ჩაებმება.

კალაშნიკოვა ჰოლანდიელ დემი შუურსთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყისი რაუნდის მატჩს დღეს საღამოს ჩაატარებს. ოქსანა და დემი ლუქსემბურგელ მენდი მინელას და ჩეხ რენატა ვორაცოვას გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 60-60 ქულას მიიღებენ.

ისიც ვთქვათ, რომ KATOWICE OPEN-ის გამარჯვებული წყვილის წევრები 280-280 ქულას მიიღებენ და სარეიტინგო მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებენ. ამჟამად, კალაშნიკოვას 1590 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში 47-ე პოზიციაზეა.

0.117726