გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიომ” შინ “ტორონტოს” 102:95 აჯობა. ტეხასელებმა მიმდინარე სეზონში 64-ე შეხვედრა მოიგს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, აქამდე რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი 63 მატჩი 2005/06 წლებს სეზონში ჰქონდა მოგებული. ტეხასელებმა ზედიზედ 39 საშინაო შეხვედრა მოიგს, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. “სან ანტონიო” შეხვედრის პირველსავე წუთებზე დაწინაურდა და კანადელებმა წინა გასვლა შეხვედრაში ვეღარ მოახერხეს. “სან ანტონიოს” კავაი ლეონარდმა (33 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა) და ლამარკუს ოლდრიჯმა (31 ქულა, 15 მოხსნა) ულიდერეს. გრეგ პოპოვიჩის შეგირდები 64 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “გოლდენ სტეიტს” ჩამორჩებიან.
“ჩიკაგო” შინ თავის უშუალო კონკურენტთან “დენვერთან” 90:94 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა, 28 ქულა, 17 მოხსნა, 12 პასი, 3 ჩაჭრა. “დეტროიტმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთმა კალათბურთელმა მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის 22 ქულით ჯექსონი საუკეთესო გახლდათ. “ჩიკაგო” 38 მოგებით და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე იმყოფება, “დეტროიტი” 41 გამარჯვებით და 36 წაგებით ამავე კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
“ფილადელფია” – “ინდიანა” 102:115 (28:28, 21:33, 28:13, 25:41)
https://www.youtube.com/watch?v=ANXRjEpGWZk
“ჩიკაგო” – “დეტროიტი” 90:94 (27:26, 18:20, 20:24, 25:24)
https://www.youtube.com/watch?v=5cbe7MbM-Kk
“სან ანტონიო” – “ტორონტო” 102:95 (26:18, 29:28, 16:20, 31:29)
https://www.youtube.com/watch?v=RjnixXfidXM
“დენვერი” – “საკრამენტო” 106:115 (27:23, 35:32, 26:29, 18:31)
https://www.youtube.com/watch?v=ZPCa6AIu3kU
“პორტლენდი” – “მაიამი” 110:93 (20:22, 39:20, 28:25, 23:26)
https://www.youtube.com/watch?v=hmqsxpGxRro