ფეხბურთი

1:42 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" რიბერიმ მოაგებინა

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის 5 ქულიანი სხვაობა XXVIII ტურის შემდგომაც უცვლელი დარჩა. ერთმა შინ “აინტრახტს” მოუგო, მეორემ – “ვერდერს”.

“ბაიერნი” ფრანკფურტელებთან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და დამაგვირგვინებენ ფაზაში ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდა, თუმცა პეპ გვარდიოლას შეგირდებმა საგოლე მომენტებიდან ლოგიკურ დასასრულამდე ერთადერთი მიიყვანეს – მე-20 წუთზე ფრანკ რიბერიმ გაიტანა. ფრანგმა ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად იხეირა და საერთოდ, ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს. “რეკორდმაისტერს” გატანა ამის შემდგომაც ბევრჯერ მართებდა, თუმცა ვერ გაიტანა. “აინტრახტს” კი ვეღარც ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შველის და II ბუნდესლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

მძიმედ, მაგრამ “ბაიერნის” მოგებას, მოგებითვე უპასუხა. ტომას ტუხელის გუნდს ბრემენის “ვერდერთან” ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოეგო. ეგ კი არა, ბოლოსკენ ქულაც სანატრელი ჰქონდა, მაგრამ 5 წუთში გატანილი ორი გოლით თამაში მოიგო. ტუხელს ცვლილებებმა გაუმართლა – შინჯი კაგავამ 77-ე წუთზე გაათანაბრა, ხოო ადრიან რამოსმა 5 წუთის მერე გაიტანა. ორივე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. “დორტმუნდი” ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე “ბაიერნთან” ისევ 5 ქულას აგებს.

ტურის დანარჩენი მატჩებიდან გამოსარჩევია “ჰამბურგის” საგარეო გამარჯვება ჰანოვერში – 3:0. ტომას შააფის გუნდს კი აღარაფერი უშველის და გაისად II ბუნდესლიგაში მოუწევს გარჯა.

"ბაიერნი" - "აინტრახტი" 1:0 (1:0)

მიუნხენი, "ალიანს არენა"

მაყურებელი: 75 000

"ბაიერნი" (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი; ალონსო; მიულერი, გიოტცე (ვიდალი 85), ალკანტარა, რიბერი; ლევანდოვსკი (დუგლას კოშტა 71)

მწვრთნელი: გვარდიოლა

"აინტრახტი" (5-4-1): ჰრადეცკი; ჩენდლერი, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა, ჯაკპა; აიგნერი, ჰასებე, ჰუსჟტი (სტენდერა 48), ბე ჰატირა (კიტელი 64); სეფეროვიჩი (კასტაინოსი 58)

მწვრთნელი: კოვაჩი

გოლები: 1:0 რიბერი (20)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი (41), გიოტცე (55) - აბრაჰამი (41), ბენ ჰატირა (45), ჩენლდერი (49), სტენდერა (51), კასტაინოსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (10) - 4 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: მეიერი

"დარმშატდტი" - "შტუტგარტი" 2:2 (1:2)

დარმშტადტი, "მერკ შტადიონი"

მაყურებელი: 17 000

"დარმშტადტი" (4-4-1-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ჰელერი, ნიემეიერი, გონდორფი, რაუში; ვრანჩიჩი (პლატე 90); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

"შტუტგარტი" (4-2-3-1): ტიტონი; შვააბი, ბაუმგარტლი, სუნჯიჩი (კლეინი 21), ინსუა; გენტნერი, სერეი დიე; რუპი (ვერნერი 87), დიდავი (ჰარნიკი 72), კოსტიჩი; კრავეცი

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 ვაგნერი (26), 1:1 გენტნერი (45), 1:2 რუპი (45), 2:2 ნიემეიერი (51)

გაფრთხილება: ნიემეიერი (62), იუნგვეიტი (70), რაუში (88), ჰელერი (90) - კლეინი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) - 9 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ცვაიერი

"ჰანოვერი" - "ჰამბურგი" 0:3 (0:0)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 49 000

"ჰანოვერი" (4-4-2): ცილერი; საკაი, მილოშევიჩი, შულცი, სორგი; ფოსუმი, კიოტაკე, გულსელამი (ბეხი 71), პრიბი; ალმეიდა, სჟალაი

მწვრთნელი: შააფი

"ჰამბურგი" (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, საკაი; ეკდალი, ჰოლტბი (იუნგი 46); მიულერი (ლასოგა 86), ჰანტი (გრეგორიტში 69), ილიჩევიჩი; შიპლოკი

მწვრთნელი: ლაბადია

გოლები: 0:1 კლებერი (61), 0:2 ილიჩევიჩი (73), 0:3 მიულერი (75)

გაფრთხილება: სჟალაი (58) - ილიჩევიჩი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) - 9 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჰარტმანი

"ინგოლშტადტი" - "შალკე" 3:0 (2:0)

ინგოლშტადტი, "აუდი სპორტპარკი"

მაყურებელი: 15 200

"ინგოლშტადტი" (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, ბრეგერიე, მატიპი, ბაუერი; კრისტიანსენი, როგერი, გროსი; ჰინტერსეერი (მელტაუპი 88), ლეზჩანო (კოენი 79), ჰარტმანი (ლეჩკიე 64)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

"შალკე" (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო; გეისი, გორეცკა (შოპფი 62); სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი (ბელჰანდა 62); დი სანტო (ჰუნტელაარი 74)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 ჰარტმანი (29), 2:0 ჰინტერესეერი (45), 3:0 ლეზჩანო (65)

გაფრთხილება: გროსი (38) - მეიერი (34), კაისარა (35), სანე (41), ნოიშტდადტერი (80), მატიპი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) - 9 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: სიბერტი

"მაინცი" - "აუგსბურგი" 4:2 (2:2)

მაინცი, "კოფეის არენა"

მაყურებელი: 31 780

"მაინცი" (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი; ფრეი (ბაუმგალტინგერი 74), ლატცა; კლემენსი (მორიტცი 87), მალი (ონისივკო 79), დე ბლასისი; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

"აუგსბურგი" (4-2-3-1): ჰიტცი; ფეულნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი (სტაფილიდისი 69); კორი (ეშვეინი 66), ბაიერი; ბობადილია (ალტინტიპი 84), კოო, საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეიზიერლი

გოლები: 0:1 საიუბი (9), 1:1 კლემენსი (13), 2:1 დე ბლასისი (24), 2:2 კოო ჯა ჩოელი (40), 3:2 დე ბლასისი (53), 4:2 კლემენსი (76)

გაფრთხილება: ბუსმანი (54) - ფეულნერი (57), კოო ჯა ჩოელი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) - 14 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: იტრიხი

"დორტმუნდი" - "ვერდერი" 3:2 (0:0)

დორტმუნდი, "სიგნა იდუნა პარკი"

მაყურებელი: 81 359

"დორტმუნდი" (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, გინტერი, ბენდერი, შმელცერი (რამოსი 80); მხითარიანი, ვეიგლი, კასტრო; დურმი (კაგავა 74), ობამეიანგი, როისი (პულიშიჩი 80)

მწვრთნელი: ტუხელი

"ვერდერი" (5-3-2): ვეიდვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტრეგაარდი, გარსია (ოტუნალი 650, სტერნებრგი; იატაბარე (ლორენცენი 85), ფრიტცი, გირილიტში; უჯა (ფროდე 86), იუნუზოვიჩი

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (53), 1:1 გალვეცი (69), 1:2 იუნუოვიჩი (74), 2:2 კაგავა (77), 3:2 რამოსი (82)

გაფრთხილება: კასტრო (90) - გარსია (15), იატარაბე (50), გალვეცი (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (8) - 9 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ველცი

0.178352