რაგბი

21:29 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ლელო-სარასენსმა“ დიდ დიღომში ისევ შემოაბრუნა

დიდ დიღომში, „ლელოზე“ მისული მაყურებელი დღეს ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებოდა. ტრადიციულმა მეტოქეებმა - „ლელო-სარასენსმა“ და „ლოკომოტივმა“ ქომაგს სწრაფი, ლელოებით დახუნძლული სანახაობა შესთავაზა, რომელსაც დრამატული დასასრული ჰქონდა და მასპინძელების გამარჯვებით დასრულდა - 34:31.

გუნდებს სატურნირო ამბიციები მოგვარებული ჰქონდათ, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პირვე-მეორე ადგილი დაბევებული და ამან მათ გახსნილი რაგბის თამაშის საშუალება მისცა. ამავე გუნდებს, მოგვიანებით, პლეი ოფის მეორე ეტაპზე მოუწევთ პირველი ფინალისტის გამოვლენა და იმ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საეჭვოა კვლავ ასეთი თამაშის მომსწრები გავხდეთ.

ახლა კი, ყველაფერი რიგზე იყო და „ლელო-სარასენსი“ დიდ დიღომში, საკუთარ არენაზე კვლავაც რჩება დაუმარცხებელ გუნდად, თუმცა ამას დასკვნით მეოთხედში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

დებიუტში გუნდებმა „ფეხბურთი“ გააჩაღეს და ორწუთიანი პინგ-პონგის შემდეგ „ლოკომოტივმა“ იხეირა, რომელმაც ცენტრალური ხაზის სიახლოვიდან უკვე ხელდახელ შეუტია, მერე ისევ ფეხით შეცურებულ ბურთს მეტოქის 22-ში გიორგი შკინინი მიყვა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახა - 0:7. „ლელომ“ სწრაფადვე უპასუხა. მორიგი ფეხით თამაშის შემდეგ, მასპინძლებმა წიკლაური 22-ში „გამოიჭირეს“ და აუტში გადაიყვანეს. შეტევა რომ გაიშალა მასპინძლებს ბურთი წინ გადაუვარდათ, მაგრამ შერკინებაში ჯარიმა მოიპოვეს, რომელსაც 5-მეტრა დერეფანი მოყვა, მოლის ჩაქცევის შემდეგ, ჯერ ნოდარ ჭეიშვილმა დაარტყა კარგად და მცველები მიიზიდა, მერე გიორგი ლომთაძემ და ლელოს მიწვა. ლაშა ხმალაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუფუჭდა და „ლოკომოტივი“ ლიდერად დარჩა - 5:7.

დასაწყისი კარგი იყო და თამაში როგორც კი განახლდა, სტუმრებმა კარგი თანმინდევრული შეტევა წამოიწყეს, მოკლე და სწრაფი დარტყმებით ყოველ ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის წინ წაწევას, „ლელო-სარასენსი“წითელ ზოლში დაჯარიმდა, მაგრამ ხაზის დაწყობა დააგვიანა, ამით ვახტანგ კავთიძემ ისარგებლა, სწრაფად გაათამაშა ბურთი და ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა წიკლაურს გაუფუჭდა - 5:12.

მასპინძლებმა სისწრაფეები ჩართეს, იერიში კარგად გაშალეს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზებში გადაცემები დაგვიანდა და უპირატესობა გამოუყებეველი დარჩა. ტაიმის შუაში უკვე „ლოკომოტივმა“ უტია მოკლე დარტყმებით და მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა. ამის შემდეგ ინიციატივას „ლელო-სარასენსი“ დაეუფლა, რომლის გარღვევების შეჩერება „ლოკომოტივს“ სულ უფრო უჭირდა. ამან შედეგი რომ ვერ გამოიღო, 37-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო იარაღი ჩართო საქმეში - მოლი, რომელმაც მართალია ლელომდე ვერ მიაღწა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ „ლოკომოტივი“ დაჯარიმდა და საჯარიმო ლელოთიც დასაჯა, ხოლო ხმალაძემ გარდასახვით წონასწრობა აღადგინა.

ორიოდე წუთში მარცხენა ფლანგზე რატი შანიძემ დიდი სიჩქარე აკრიფა და ლელომდე ვეღარავინ შეაჩერა, ხმალაძემ გარდასახა თითქოს ტაიმი 19:12 უნდა დასრულებულიყო, თუმცა შესვენებამდე დარჩენილი წამები „ლოკომოტივმა“ გამოიყენა, ბურთი კარგად გაშალა, 5-მეტრიანთან ხაზი წიკლაურმა გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო ზუსტი გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა.

მორიგი ლელოს ლოდინი მაყურებელს დიდხანს არ დაჭირვებია და შესვენებიდან რამდენიმე წუთში ლომთაძემ დუბლი მიითვალა. „ლოკომოტივმა“ ამ მატჩის ტრადიციას არ უღალატა და მოკლე დარტყმების შემდეგ 55-ე წუთზე ლელო გიორგი გეგიამ გაიტანა. გარდასახვები ორივე შემთხვევაში არაზუსტი იყო - 24:24. ხუთ წუთში მასპინძელთა ბურჯი ნიკა პატარაია სახიფათო ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა „ლელო-სარასენსმა“ მეტოქის მძლავრი დარტყმები მოიგერია, მაგრამ შემადგენლობის შევსებისთანავე მოლის ჩაქცევისთვის სინბინში გიორგი ჭყოიძე გაემგზავრა.

ამჯერად „ლოკომოტივმა“ მეტობით მალევე ისარგებლა, დერეფნის მოგების შემდეგ მოლით 5 მეტრი დაფარა და ირაკლი ჩომახაშვილმა ლელო დაამიწა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. კაცნაკლული „ლელო-სარასენსი“ არ დანებდა, საკუთარი გულშემატკივრების შეძახილებით გამხნევებულმა ძალები მოიკრიბა და დაჩი კოპაძემ ლელოს დადება მოახერხა, ხოლო ხმალაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. აქ თითქოს თამაშიც დასრულდა და ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ მსაჯმა მისი გაგრძელება ბრძანა, „ლელო-სარასენსმა“ ჯარიმის უფლება რომ მოიპოვა პირველად ამ მატჩში, ხმალაძემ მისი კარში დარტყმა გადაწყვიტა და საკუთარ გუნდს 34:31 მოაგებინა.

დიდი 10. XVIII ტური

2 აპრილი

თბილისი. „ლელო“.

ლელო-სარასენსი [თბილისი] - ლოკომოტივი [თბილისი] 34:31

ლელო-სარასენსი: 5 ლელო - ლომთაძე [2], ტექნიკური, შანიძე, კოპაძე; 3 გარდასახვა - ხმალაძე; 1 ჯარიმა - ხმალაძე; 2 სინბინი - პატარაია, ჭყოიძე

ლოკომოტივი: 5 ლელო - შკინინი, კავთიძე, წიკლაური, გეგია, ჩომახაშვილი; 3 გარდასახვა - წიკლაური

27/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენსთბილისი

18

14

1

3

2

1

0

360:272

+88

41/30

61

2

ლოკომოტივი თბილისი

18

11

1

6

1

5

0

323:285

+38

35/25

52

3

ჯიქი გორი

17

9

1

7

4

4

0

262:176

+86

27/11

46

4

ბათუმი ბათუმი

17

9

2

6

1

5

0

283:254

+29

23/15

46

5

ყოჩები ბოლნისი

17

10

0

7

1

4

0

298:271

+27

25/27

45

6

აია ქუთაისი

17

8

2

7

1

4

0

286:279

+7

26/20

41

7

აკადემია თბილისი

17

6

0

11

1

5

0

180:242

-62

13/25

30

8

ხარები რუსთავი

17

6

0

11

0

5

0

227:299

-72

18/31

29

9

არმია თბილისი

17

4

2

11

0

8

0

296:362

-66

22/39

28

10

არმაზი თბილისი

17

4

1

12

0

7

0

234:309

-75

22/29

25

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

27/03 @ 16.55

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

3 აპრილი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

არმაზი [თბილისი] - ხარები [რუსთავი]

მარტყოფი. 14:00 საათი

ჯიქი [გორი] - ბათუმი [ბათუმი]

თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი

არმია [თბილისი] - ყოჩები [ბოლნისი]

თბილისი. „ავჭალა“. 16:30 საათი

აკადემია [თბილისი] - აია [ქუთაისი]

www.worldrugby.ge

0.297095