საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრის დროს გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ქობულეთში, "ჩელე არენაზე" დღეს გამართული მატჩისას ქომაგთა შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბი თამაშის ბოლო წუთებში დაიწყო და ის სტადიონის გარეთაც გაგრძელდა. დაშავებულები არ არიან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
საფეხბურთო მატჩი თბილისის "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.