13-18 აპრილს გერმანიის ფუტსალის ნაკრები თბილისში იქნება და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრებთან, რომელსაც ავთო ასათიანი წვრთნის.
გერმანიის მწვრთნელი პაულ შუმანი გახლავთ, რომელიც საქართველოში ადრეც არის ნამყოფი. ის გახლდათ გერმანიის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცი 2006 წელს და თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ჩაატარა: მაშინ გერმანიის 17-წლამდელებში ტონი კროოსიც თამაშობდა, ხოლო ქართველებს ჰყავდათ ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე, ზაქარია ბეგლარიშვილი, თემურ შონია, თორნიკე თარხნიშვილი... მაშინ საქართველო ჯგუფში დარჩა, უშუალოდ გერმანიასთან კი 0:1 წააგო.
ავთო ასათიანის ნაკრებს 2017 წელს ელის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.