ჩოგბურთი

0:33 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ უმთავრეს ფავორიტს სძლია

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველი რეიტინგის მქონე ნასტია კოლარს შანსი არ დაუტოვა და მეოთხედფინალში 6:1, 6:4 სძლია. ცნობისთვის, მარიამი რეიტინგში 470-ე ადგილზე იმყოფება, სლოვენიელი ჩოგბურთელი 334-ე საფეხურზეა, 2014 წლის მიწურულს კი მსოფლიოს 178-ე ჩოგანი გახლდათ.

ნახევარფინალში ქართველის პირისპირ 16 წლის რუსი ურეიტინგო ჩოგბურთელი მარგარიტა სკრიაბინა დადგება, რომელმაც თამაში ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, მისი შეჩერება ვერავინ შესძლო.

საინტერესოა, რომ წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე ხსენებულ კოლართან ერთად ირჯება და ეს დუეტი უკვე ფინალშია გასული.

ბოლქვაძემ და კოლარმა, რომელთაც მე-2 რეიტინგი გააჩნია, რუსებს – იფიძენს და სკრიაბინას 6:3, 6:4 სძლიეს და გადამწყვეტ შეხვედრაში პირველი განთესვით მოთამაშე უკრაინელ კორაშვილს და რუს ლაზარევას გაეჯიბრებიან.

0.108223