ტაშკენტის "ლოკომოტივმა" უზბეკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში 4:0 მოუგო ფერგანას "ნეფთჩის" და ერთი გოლი კახა მახარაძემ მიითვალა. ქართველმა ნახევარმცველმა 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, მახარაძე ტაშკენტის "ფახთაქორში" იყო და იანვარში გადავიდა "ლოკომოტივში". კახას გუნდს სამ ტურში სამივე მოგება აქვს და ამავდროულად, აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც გამოდის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია