ფეხბურთი

17:31 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე: ”საქართველოდან მომივიდა მოწვევა, მაგრამ უკრაინის ნაკრებში ვითამაშე”

ესპანური “ბეტისისა” და უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ Tribuna.ua-ს უთხრა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიუვიდა მიწვევა – რათა ეთამაშა ჩვენს 21-წლამდელთა ნაკრებში.

როგორც იცით, გია გეგუჩაძის ნაკრებმა 28 მარტს ზესტაფონში უმასპინძლა უკრაინელებს და 3:3 დაასრულა მატჩი. 90-ე წუთზე სწორედ ვაჩიბერაძემ გაიტანა გოლი, რითაც უკრაინა წაგებას გადაარჩინა.

“ჩემს კლუბში, “ბეტისში” მოვიდა წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, რათა განვლილ ამხანაგურ მატჩში საქართველოს სახელით მეთამაშა, მაგრამ ვუპასუხე, რომ უკრაინის ნაკრებში გამოვიდოდი.

...როგორი გრძნობა იყო საქართველოს წინააღმდეგ თამაში და მითუმეტეს, გოლის გატანა? ჩემთვის იოლი არ ყოფილა. მითუმეტეს, ქართული მხარის წინადადების შემდეგ.

...ესპანეთში ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის. ვასრულებ იმ ამოცანებს, რაც დამავალეს. ესპანეთში საფეხბურთო დონე ძალიან მაღალია და იქ მუშაობა საინტერესოცაა. კარგი ურთიერთობა მაქვს “ბეტისის” ძირითადი გუნდის მწვრთნელ ხუან მერინოსთან და კლუბის პერსონალთან. საერთოდ, “ბეტისი” გამოირჩევა იმით, რომ კლუბში ნამდვილი ოჯახური ატმოსფეროა” – განაცხადა ვაჩიბერაძემ.

0.115299