ფეხბურთი

14:54 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ევრო 2016-ს შემდეგ იტალიის ნაკრების მოთამაშე-მწვრთნელი იქნება...

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჯანლუიჯი ბუფონი გაწვრთნის. ლეგენდარული მეკარე ორი წლის განმავლობაში “სკუადრა აძურას” მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ინტერნეტპორტალმა goal.com-მა გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყაროს კომენტარი თავად 38 წლის მეკარემ მისცა:

“ეს ჩემთვის ძალზე საამყოა და დიდი გამოწვევაა. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. განსაკუთრებული მადლობა კი, goal.com-ის რედაქციას, თუმცა ვფიქრობ, დღეს 1 აპრილია”, - მიუხვდა საპირველაპრილო ხუმრობას “იუვენტუსის” კარის დარაჯი მედიის წარმომადგენლებს...

მოგეხსენებათ, იტალიელთა მთავარ გუნდს დამდეგი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ანტონიო კონტე შედეგის მიუხედავად დატოვებს, ხოლო თუ ვინ იქნება მისი მემკვიდრე ჯერჯერობით უცნობია.

იტალიურ მედიაში ყველაზე ხშირად ფრანჩესკო გვიდოლინის, ფაბიო კაპელოს, ფაბიო კანავაროსა და ჯიჯი დი ბიაჯოს სახელებს ასახელებენ.

0.124084