სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

13:43 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “მომწონს ოლიმპიადაზე თამაში, როცა შვეიცარიას წარმოვადგენ”

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა რიოს მოახლოებულ ოლიმპიადაზე ისაუბრა.

“ეს არის დიდებული, მე რიოს ოლიმპიადაზე ვითამაშებ, რაც ძალიან კარგია. ოლიმპიური თამაშები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს როცა შვეიცარიას ასეთ დიდ სპორტულ ფორუმზე წარვადგენ. მგონია, რომ რიოს ოლიმპიადა განსხვავებული იქნება დანარჩენი ოთხი ოლიმპიადისგან. ეს ოლიმპიადა ამ სეზონში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია” – განაცხადა ფედერერმა.

ფედერერმა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113178