ფეხბურთი

13:15 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა მოედანს 3-4 კვირაში დაუბრუნდება

ლონდონის “არსენალის” 31 წლის ესპანელი ნახევარმცვლი სანტი კასორლა, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო 2015 წლის ნომბრის შემდეგ არ უთამაშია, მოედანზე 3-4 კვირაში დაბრუდება. აღნიშნულ ინფორმაციას “გარდიანი” “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვენგერის თქმით, კასორლა სეზონის ბოლომდე დაბრუნდება. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა მსუბუქი ვარჯიში დაიწყო.

კასორლა “არსენალში” 2012 წლიდან თამაშობს, სადაც 120 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

0.117562