“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის “ატლანტა ჰოუქსის” ლეგენდას დომინიკ უილკინსს გადაასწრო და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
“მეფემ” “ბრუკლინს” 24 ქულა ჩაუგდო და სულ კარიერაში 26 689 ქულა დაუგროვდა, ხოლო უილკინსს 26 668 ქულა აქვს. ლებრონის მორიგი სამიზნე ოსკარ რობერსტონის 26 710 ქულაა.
ნბა-ში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ ჯაბარს აქვს ჩაგებული.