ფეხბურთი

10:28 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: 25 მილიონი ჟოზეს სეზონში – “ვალენსიაში”

ესპანეთის 2004 წლის ჩემპიონი “ვალენსია”, რომელიც ამჟამად უმწვრთნელოდაა, შესაძლოა, ახალი სეზონიდან პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა “განსაკუთრებულს”, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: სეზონში 25 მილიონი ევრო ხელფასის სახით...

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, ისე კი, ჟოზეს ასეთ გასამრჯელოზე უარის თქმა უნდა გაუძნელდეს.

აქამდე მოურინიოს ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” ასაქმებდნენ და თითქოს, ზაფუხლიდან სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” უნდა ემუშავა. რაც შეეხება “ვალენსიას”, “ღამურებმა” ორი დღის წინ ინგლისელი გარი ნევილი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

საერთოდ, წლეულს მესტალიელები საშინლად თამაშობენ და სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე, ორი მწვრთნელი შეიცვალეს. ნევილამდე, ნუნუ ესპირიტუ დაკავებული თანამდებობიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს.

0.123742