სხვა

0:27 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მარცხი თურქეთში

სტამბოლში სტარტი აიღო ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გათამაშებამ, რომელსაც 6 მონაწილე ჰყავს: მასპინძელი თურქეთი, საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჰონგ კონგი, ლუსემბურგი და სამხრეთ აფრიკა.

პირველ სათამაშო დღეს ქართველ ჰოკეისტებს მეტოქედ თურქეთი ერგოთ. სტამბოლის Silivrikapi Ice Sports Hall-ში (ტევადობა 900 ადამიანი) გამართულ შეხვედრაში ქართველებმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 4:5 (1:0, 1:3, 2:2) წააგეს.

საქართველოს ნაკრების მხრიდან დუბლი ბორის კოჩკინმა შეასრულა, თითოჯერ კი თავი ვიტალი დუმბაძემ და მიხაილ შალუნოვმა გამოიჩინეს.

საწყისი ტურის სხვა მატჩებში სამხრეთ აფრიკამ ლუქსემბურგს 3:2 სძლია, ხოლო ჰონგ კონგმა ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგო.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განიგი ასეთია: საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა (1 აპრილი), სამხრეთ აფრიკა – საქართველო (3 აპრილი), საქართველო – ლუქსემბურგი (4 აპრილი), ჰონგ კონგი – საქართველო (6 აპრილი).

ცნობისთვის, III დივიზიონის შარშანდელ გათამაშების ფინალში, რომელსაც იზმირში 2 135 მაყურებელი დაესწრო, ჩრდილოეთ კორეამ თურქეთს ოვერტაიმში 4:3 სძლია და ზედა ლიგაში აინაცვლა, ბრინჯაოს მედლები კი ლუქსემბურგს ერგო. კორეელებმა III დივიზიონში სამხრეთ აფრიკა ჩაანაცვლეს.

ისიც სათქმელია, რომ სტამბოლში არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეროვნულ ნაკრებსაც უნდა ეთამაშა, თუმცა, ეს გუნდი შეჯიბრიდან უკანასკნელ წამს მოიხსნა.

0.116755