ფეხბურთი

22:03 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ნოიერს და იტალიაში მეკარეებზე გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, იტალიაში გოლკიპერებზე გავრცელებულ კრიტიკას უსამართლო უწოდა.

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ იგი ბურთს მშვენივრად ფლობს და მაღალი დონის მეკარეა. იტალიელმა აღნიშნა, რომ გერმანელი ფეხბურთში ჯერჯერობით პიონერია.

"რასაც ნოიერი ახლა აკეთებს, მაგას "პარმაში" თამაშის დროს ვასრულებდი, როდესაც გუნდმა უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. ყოველთვის მიდრეკილი ვიყავი ფეხით თამაშისკენ. სინამდვილეში, აღნიშნული ტენდენცია "ბარსელონამ" წამოიწყო, როდესაც მეკარე ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებდა.

მეკარეთა სკოლა იტალიაში გაქრა? ჩვენ 100-დან 1 შეცდომა, რომ დავუშვათ, მეორე დღეს ყველა იმ ერთ ნაკლს დაინახავს და გაგვაკრიტიკებს. უცხოეთში კი შეგიძლია დაუშვა შეცდომა და განვითარება მშვიდად განაგრძო. იტალიელთაგან, ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებაა." - ციტირებს So Foot-ი იტალიელის სიტყვებს.

0.115227