ფეხბურთი

21:36 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ფედერაციამ ნაკრების ფეხბურთელებს ბონუსები გამოუწერა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, ბუნუსის სახით 300 000 ევროს გადაუხდის.

როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბუნდესნაკრების მოთამაშეები ჯგუფურ ეტაპსა და მერვედფინალში ფულად გასამრჯელოს ვერ მიიღებენ. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ბონუსი 50 000 იქნება, ნახევარფინალში მონაწილეობისთვის ფეხბურთელი 100 000 ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ფინალში გასვლით - 150 000 ევროს.

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროპის სამგზის (1972, 1980, 1996) ჩემპიონია. საფრანგეთში გასამართ ტურნირზე იოახიმ ლიოვის შეგირდები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად პოლონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ეყოლებათ.

0.113065