ფეხბურთი

21:07 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატიე 6-დან 8 კვირამდე იუქმებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერემი მატიემ მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ლაზარეთში 6-დან 8 კვირამდე მოუწევს ყოფნა. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

32 წლის მოთამაშემ ტრავმა საფრანგეთის და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების დროს მიიღო. მატიესთვის სეზონი თითქმის დასრულებულია. ლა ლიგა 15 მაისს მთავრდება და დიდი ალბათობით ბოლო ტურში შეიძლება ფრანგმა ვერ ითამაშოს. თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, 28 მაისს ჟერემის "სან სიროზე" თამაშის შანსი ექნება. აგრეთვე ევრო 2016-ზე მცველმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს.

მიმდინარე სეზონში მატიემ 31 მატჩი ჩაატარა და ტავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.110477