ფეხბურთი

20:00 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა განცხადება

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას გუნდში ირანელი ლეგიონერების მიწვევის შესახებ, საპროტესტო განცხადებით ეხმაურებიან. ქომაგები აცხადებენ, რომ „ტორპედოში“ მათი მიყვანა არ მომხდარა სპორტული პრინციპის გათვალისწინებით და ქალაქის მერს მოუწოდებენ კლუბიდან გაათავისუფლონ ყველა თანამშრომლი, ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა.

განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში „ტორპედოს“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, აქვე უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის ტორპედოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ მოვლენებს ვუყუროთ შორიდან და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ. ჩვენ ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან განთავისუფლებული იქნას ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ''ფეხბურთელების'' ჩვენს კლუბში მოყვანაში მიიღო მონაწილეობა. მათ ტორპედოში მოყვანას არანაირი კავშირი არ აქვს გუნდის სპორტულ მხარესთან, მათი აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ამ განცხადების შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის ზომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ზემოთ აღნიშნული პირების დასახელება და ირანელების აქ ყოფნის მიზეზების გასაჯაროვება, რაც სახელს შეულახავს ჩვენი კლუბის პრესტიჟს. იმედი გვაქვს, თქვენი მხრიდან უახლოეს დღეებში იქნება გადამჭრელი ზომები მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოგვიწევს უკიდურესი ზომების მიღება.
პატივიცემით ქუთაისის „ტორპედოს“ ყველა თაობის გულშემატკივრები“.

0.120085