კალათბურთი

19:06 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრინის რეკორდი

„გოდლენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონდ გრინმა „იუტასთან“ (103:96) მოგებულ შეხვედრაში გუნდს 13 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და სამი ბლოკი შესძინა. გრინმა მიმდინარე სეზონში 1018 ქულა, 714 მოხსნა, 560 პასი, 106 ჩაჭრა და 101 ბლოკ-შოტი გააკეთა, დრეიმონდი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც ერთ სეზონში მინიმუმ 1000 ქულა, 500 მოხსნა, 500 პასი, 100 ბლოკი-შოტი და 100 ჩაჭრა შესძინა გუნდს.

0.115984