თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი მათე ცინცაძე საწვრთნელ პროცესს ერთ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ახალგაზრდა ფეხბურთელს მარტის დასაწყისში მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში გადის. ცინცაძემ ტრავმის გამო ვერ შეძლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში სან მარინოსთან (4:0) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და უკრაინასთან (3:3) ამხანაგურ მატჩებში თამაში.