ფეხბურთი

16:53 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი გვარდიოლას ინგლისში თავისი სათამაშო სტილის დავიწყებას ურჩევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტს ახალ კლუბში ბევრი სირთულე ელის.

“პეპმა სამწვრთნელო ასპარეზზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა და ეს სადავო საკითხი არაა, მაგრამ “მანჩესტერ სიტიში” გაუჭირდება იმ წარმატებების გაგრძელება, რაც მას “ბარსელონაში” ჰქონდა. მას ახალ კლუბში ბევრი სირთულე ელის. ინგლისური ფეხბურთისთვის ალღოს აღება ძნელია. ამის შესახებ ისეთ სპეციალისტებსაც უსაუბრიათ, როგორებიც ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი არიან, როცა ისინი პრემიერლიგაში მოვიდნენ. ასე რომ, პეპს “მანჩესტერ სიტიში” თავისი სათამაშო სტილის დავიწყება მოუწევს. აქ შეუძლებელი იქნება იმის განმეორება, რასაც ის “ბარსელონაში” აკეთებდა” - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს The Telegraph-ი.

გვარდიოლა მანჩესტერულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება სათავეში.

0.117957