საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს და "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზას ეწვია. როგორც იმერული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ჯგუფმა ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით ადრე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მიცემული რეკომენდაციების შესაბამისად კლუბის მიერ გაწეული მუშაობა მიმდინარე ეტაპისთვის დადებითად შეაფასა. დაისვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა სეზონის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. ფედერაციის წარმომადგენლებმა დასაშვებად მიიჩნიეს სტადიონზე მატჩების ჩატარება.
„ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში საკუთარ სტადიონზე პირველ მატჩს 2 აპრილს, საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართავს.