შოკოლადივით გემრიელი და მზესავით მცხუნვარე სენეგალელი მოდელი კევე მარი, მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოს არტყამს წრეებს და თავის იმიჯს სულ დაფითა და ზურნით ავრცელებს, სენეგალს მაინც ვერ ღალატობს და თავის ბეჩავ სამშობლოს მუდამ გვერდში უდგას.
კევე მარის ხშირად ნახავთ სხვადასხვა სპორტული ასპარეზის დროს გულშემატკივართა შორის ჩამჯდარს. მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს შეჯიბრი სპორტის რომელ სახეობაში იმართება და რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება მის თანამემულეებს. კევე ყველას ერთგულად ქომაგობს.
ამ ბოლო დროს, აფრიკელი ლამაზმანები მთელს მსოფლიოში ნამეტნავად მოდურები გახდნენ და შავგვრემანი შხვართი ასულები არაერთი ქვეყნის პოდიუმების ფიცარნაგებს იპყრობენ. ამ მხრივ სენეგალელი კევე მარი სხვებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება და კაცმა რომ თქვას, ასეთი მშვენიერი აღნაგობის მქონე გოგონასგან ეს გასაკვირი სულაც არაა.