ჭიდაობა

22:26 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და ქაჯაია ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ჯანგავაძემ ვერცხლი მოიპოვა!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები ბულგარულ რუსეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრების მეორე დღეს 4 წონაში 3 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 1 ვერცხლი. ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, ვერცხლის მედალს კი თორნიკე ჯანგავაძე (66) დაეუფლა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გელა ბოლქვაძემ ფინალამდე სამ შეხვედრაში გაიმარჯვა. ლიტველი მინდაუგას სურმანიტისი 8-0, მეოთხედფინალში იტალიელ ლუკა დარიოცი 8-0 და ნახევარფინალში უნგრელი ზოლტან ლევაი 7-2 დაამარცხა, ფინალში კი შვედ მიშელ ბიურბერგს 2-0 მოუგო.

ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამაც (130). მან ლატვიელი ულდის გლაზინისი 48 წამში სუფთად დაამარცხა, მეოთხედფინალში გერმანელ კრისტიან ჯონს 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს 4-0 აჯობა. ფინალში ჩვენებურის მეტოქე უკრაინელი ვლადისლავ ვორონი იყო, რომელსაც იაკობმა 1:56 წუთში აშკარა უპირატესობით მოუგო – 10-2.

ჯანგავაძემ (66) პირველ შეხვედრაში საფრანგეთის წარმომადგენელი ჰრაჩ მალხასიანი 2:53 წუთში აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა, მერვედფინალში ზუსტად 5 წუთი დასჭირდა შვედი ოსკარ ერლანდსონის დასაჯაბნად – 9-0, მეოთხედფინალში სერბ მატე ნემეს 5-2 სძლია, ნახევარფინალში კი 2:09 წუთში იოლად გაუსწორდა ბულგარელ სიმეონ დარუიშს 8-0. ფინალში ჯანგავაძე პოლონელ მატეუს ბერნატეკთან 0:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

www.wrestling.ge

0.130517