ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ისრაელის ქალაქ რაანანაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) პირველ წრეში გამოეთიშა.
მეტრეველი Israel Open 2016-ის საწყის შეხვედრაში სლოვენიელ ბლაზ როლას გაეჯიბრა და რეიტინგში გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქესთან 1:6, 4:6 დამარცხდა.
ცნობისთვის, მსოფლიო კლასიფიკაციაში მეტრეველი 282-ეა, როლა კი – 162-ე.