სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:55 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხიდეშელმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა

თბილისის “ლოკომოტივის” მცველმა გიორგი ხიდეშელმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ხიდეშელს ამ სეზონში ისედაც საკმაო პერიოდი გაუცდა ტრავმის გამო და არ უმართლებს. ის “ლოკომოტივისთვის” დიდი ძალაა და გუნდს აშკარად დააკლდება.
შეგახსენებთ, უახლოეს ტურში ჟერარდ სარაგოსას გუნდი თერჯოლის “საპოვნელას” დაუხვდება. ეს 2 აპრილს, “მიხეილ მესხზე”. “ლოკომოტივი” ბოლოდან მეხუთე ადგილზეა, ხოლო “საპოვნელა” – ბოლოდან მესამეზე. გუნდებს შორის 5 ქულაა სხვაობა.
“მადლობა ღმერთს, ოპერაციამ იდეალურად ჩაიარა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. სამწუხაროდ, ტრავმა გამიმიზეზდა, პირველად ტკივილმა მაშინ შემაწუხა, როდესაც მეორე წრისთვის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ მზადება, ამის გამო არაერთი მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მომიხდა. ორ კვირაში კი ინდივიდუალურ ვარჯიშს დავიწყებ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, აპრილის ბოლოს „ლოკომოტივს“ შევუერთდები” – თქვა ხიდეშელმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116535