ფეხბურთი

18:02 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

2030 წლის მუნდიალი: არგენტინასა და ურუგვაიში

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი შესაძლოა, სამხრეთ ამერკის კონტინეტზე, კერძოდ, არგენტინასა და ურუგვაიში ერთობლივად ჩატარდეს. ამის შესახებ ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფატინომ განცხადა.

თუ ეს, ასე მოხდა, მაშინ ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე შემთხვევა იქნება, როდესაც დიდ საფეხბურთო ფორუმს ერთ ქვეყანაზე მეტმა უმასპინძლა. მუნდიალი 2002 წელს კორეა-იაპონიაში, ხოლო ევროპის ჩემპიონატები 2000 და 2012 წელს, შესაბამისად, ბელგია-ჰოლანდიასა და უკრაინა-პოლონეთში ჩატარდა.

მოგეხსენებათ, იტალიური ფესვების მქონე შვეიცარიელი ფიფას პრეზიდენტად ცოტა ხნის წინ აირჩიეს. სხვათა შორის, ინფატინო იდეების ნაკლებობას არ უჩივის და ფეხბურთის წესებში ცვლილებების შემოღებასაც გეგმავს. ასევე, განიხილება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე ნაკრებთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდაც.

0.118075