საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 73-ე ჩემპიონატს 5 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ის ლელა ჯავახიშვილია (2489), რომელმაც თავი 4.5 ქულას მოუყარა და უახლოეს კონკურენტ სალომე მელიას (2452) 0.5 ქულით უსწრებს. მე-3 ადგილზე მაია ლომინეიშვილია (2365) 3.0 ქულით.
მე-6 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ცენტრალური მელიას და ჯავახიშვილის პარტია იქნება, ლომინეიშვილი კი ნინო ხომერიკს (2299) ეთამაშება, რომელიც 1.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 პოზიციაზეა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 73-ე ჩემპიონატი
მე-5 ტური
მერი არაბიძე (2390) – ანა გავაშელი (2193) 0.5:0.5
ნინო ხომერიკი (2299) – მაია ლომინეიშვილი (2365) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2489) – ალექსანდრა ვახანია (2210) 1:0
სოფიკო ხუხაშვილი (2344) – სოფიო გვეტაძე (2310) 0.5:0.5
სალომე მელია (2452) – ნინო ხურციძე (2414) 0.5:0.5
მირანდა მიქაძე (2211) – ბელა ხოტენაშვილი (2493) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
- ჯავახიშვილი – 4.5 ქულა
- მელია – 4.0
- ლომინეიშვილი – 3.0
- გვეტაძე – 2.5
- ხუხაშვილი – 2.5
- ხურციძე – 2.5
- ვახანია – 2.5
- ხოტენაშვილი – 2.0
- არაბიძე – 2.0
- მიქაძე – 2.0
- ხომერიკი – 1.5
- გავაშელი – 1.0
მე-6 ტური, 30 მარტი
გავაშელი – ხოტენაშვილი
ხურციძე – მიქაძე
გვეტაძე – მელია
ვახანია – ხუხაშვილი
ლომინეიშვილი – ჯავახიშვილი
არაბიძე – ხომერიკი