“გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი ნბა-ს საუკეთესო მსროლელებს შორის 21-ე ადგილზეა.
კარიმ “ვაშინგტონთან” (102:94) მოგებულ შეხვედრაში 6 სამქულიანი ჩააგდო, სულ კარიერაში 1547 სამქულიანი დაუგროვდა და ედი ჯონსს გადაასწრო (1546 სამქულიანი). კარის მორიგ სამიზნეს გლენ რაისის 1559 სამქულიანი წარმოადგენს.
ნბა-ს საუკეთესო მსროლელი 2973 სამქულიანით რეი ალენია.