გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“გოლდენ სტეიტმა” შინ “ვაშინგტონი” 102:94 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 67-ე გამარჯვება იზეიმა. “მეომრებმა” მიმდინარე სეზონში 74 შეხვედრიდან 67 მოიგეს და 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” რეკორდამდე სამი მოგებაღა აშორებთ. ხოლო რეკორდის გასაუმჯობესებლად “ოქროს შტატელებმა” დარჩენილ 8 შეხვედრაში 6 მატჩი უნდა მოიგონ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მეომრებმა” მეორე პერიოდის გარდა დანარჩენ სამ პერიოდში იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რასაც 7 პასი და ამდენივე მოხსნა მიამატა. “გოლდენ სტეიტი” მომდევნო შეხვედრას გასვლაზე “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 31 მარტს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“ინდიანა” შინ “ჩიკაგოსთან” 96:98 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ჯიმი ბატლერმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და “ხარებს” მიმდინარე სეზონში 37-ე გამარჯვება მოუტანა. “ჩიკაგოში” 28 ქულით და 10 მოხსნით ნიკოლა მიროტიჩი გამოირჩა, ხოლო “ინდიანაში” საუკეთესო 20 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით პოლ ჯორჯი იყო.
“ინდიანა” – “ჩიკაგო” 96:98 (27:28, 31:32, 26:24, 12:14)
https://www.youtube.com/watch?v=wJH8xNB5OMg
“ორლანდო” – “ბრუკლინი” 139:105 (32:23, 41:22, 30:28, 36:32)
https://www.youtube.com/watch?v=3xN3_9cmCwA
“ფილადელფია” – “შარლოტ ჰორნეტსი” 85:100 (19:23, 17:29, 26:25, 23:23)
“დეტროიტი” – “ოკლაჰომა” 88:82 (25:21, 21:27, 25:9, 17:25)
https://www.youtube.com/watch?v=YP6VDEmcIz8
“კლივლენდ კავალიერსი” – “ჰიუსტონი” 100:106 (24:26, 35:14, 25:31, 16:35)
https://www.youtube.com/watch?v=9KEn4_00jkk
“გოლდენ სტეიტი” – “ვაშინგტონი” 102:94 (27:22, 22:24, 30:26, 23:22)
https://www.youtube.com/watch?v=bLnlERXFe1s