ფეხბურთი

3:13 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: “ახალ მწვრთნელს დრო სჭირდება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა “ყაზახეთთაან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და დასმულ შეკითხვებზე უპასუხა.

2015 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის თქმით, ახალი მწვრთნელის პირველი მატჩით შეფასება არ შეიძლება და მას დრო სჭირდება.

- შეაფასე საქართველოს ნაკრების თამაში. შენი აზრით, რა კომპონენტმა აჯობა ჩვენმა ნაკრებმა ყაზახეთს და რაში ვერა?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა და 0:0-ზე რომ გაგვეტანა სულ სხვა თამაში წავიდოდა. 0:1-ზე თამაში ცოტათი გაგვიჭირდა.

- როგორც ნაკრების კაპიტანმა, გამოთქვი შენი აზრი და გვითხარი, რა არის განსხვავება ცხადაძისა და ვაისის გუნდებს შორის? რა არის უკეთესი და რას უნდა ველოდოთ?

- ძნელია 1 მატჩით შეფასება. ჯერ სულ 1 კვირა ვიმუშავეთ ერთად. დროა საჭირო და უკეთ ვისაუბრებ. მწვრთნელი ახალი მოსულია და თავიდანვე ვერ აჩვენებს იმას, რაც სურს. მას დრო სჭირდება.

- როგორი მდგომარეობაა “რეიმსში”? დარჩება შენი აზრით გუნდი ლიგა 1-ში?

- ორი გუნდი ფაქტობრივად გავარდნილია. ბრძოლა ჩვენსა და “აიაჩოს” შორის მიდის. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლიგა 1-ში დავრჩეთ.

- იმ შემთხვევაში, თუ “რეიმსი” ქვედა ლიგაში დაქვეითდა, დაფიქრდები კლუბის დატოვებაზე?

- ალბათ, დავფიქრდები.

0.117153