საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. მესამე ტურში ქართველები საბერძნეთთან 1:2 დამარცხდნენ და პირველ ჯგუფში ბოლო მე-4 ადგილი დაიკავეს.
ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე დააწინაურა საბერძნეთი, 72-ე წუთზე კი მეორე გოლიც შეაგდო, რასაც გიორგი ყიფიანის გუნდმა ერთხელ უპასუხა – ბექა მიქელთაძემ მე-60 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ელიტ-რაუნდის მეორე მატჩში ინგლისმა 2:0 სძლია ტურნირის მასპინძელ ესპანეთს და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საბერძნეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (ბერიძე, 59), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (გოშთელიანი, 43), კიკნაძე (არაბიძე, 74).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.
სფფ-ს პრესსამსახური