ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში იმყოფება და 10-ათასიან ტურნირში მე-5 განთესვით ითამაშებს.
საწყის რაუნდში მარიამის მეტოქე უკრაინელი ვერონიკა სტოტიკა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ის რუს ვალერია პოგრებნიაკს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა, რომელთაც მე-2 რეიტინგი გააჩნიათ, რუმინელ სადარს და შვედ ნიუკის 7:5, 7:6 (7:4) მოუგეს და მეოთხედფინალში იტალიელ პროკაჩის და ავსტრალიელ ვალტერსს დაუპირისპირდებიან.
თურქულ ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამდე 1 გამარჯვება დააკლდა 14 წლის ანა შანიძეს. კვალიფიკაციის საწყის წრეებში მან გერმანელ ლინდა პრენკოვიჩს და სამხრეთკორეელ ანს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-5 ნომრად განთესილ ბრიტანელ ემილი არბუტნოტთან 1:6, 0:6 წააგო.
წყვილებში შანიძე და რუსი აპონასენკო რუმინელ ნეგრეანუსთან და ფრანგ რომეოსთან 2:6, 6:7 (3:7) დამარცხდნენ.