ჩოგბურთი

18:21 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა “მაიამის” მასტერსს გამოეთიშა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი “მაიამის” მასტერსის 1/8-ფინალში მოულოდნელად რუს სვეტლანა კუზნეცოვასთან 7:6, 1:6, 2:6 დამარცხდა. მატჩი 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.

მატჩის შემდეგ სერენა მცირე კომენტარი გააკეთა: “რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები, მაგრამ ყველა მატჩის მოგება არ შემიძლია. დღეს კორტზე ცუდად ვმოძრაობდი. კუზნეცოვამ საოცრად ითამაშა”.

ურთიერთშეხვედრებში სერენა სვეტლანას 8:2-ს ამარცხებს.

მეოთხედფინალში კუზნეცოვა თავის თანამემამულეს ეკატერინე მაკაროვას შეხვდება.

0.115449