ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავისუფლების მსგავსად ფრეიდენფილდსის თასზე პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.
შეჯიბრების მეორე დღეს ჩვენმა ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, გამარჯვებულები გიორგი კურტანიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და მარად ვანაძე (120) გახდნენ, ვერცხლის მედალს კი ლევან ქავჟარაძე (66) დაეუფლა.
აღსანიშნავია თავისუფალი სტილით მოჭიდავის მარად ვანაძის გამარჯვება, რომელმაც წინა დღეს თავისუფალ სტილში 96 კგ-ში მესამე ადგილი დაიკავა, მეორე დღეს კი ბერძნულ-რომაულში მოსინჯა ძალები და მძიმე წონის გამარჯვებული გახდა. ზაზა სილაგაძის, მუხრან მაჭუტაძის და ოთარ ფევაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა გუდური ჩემპიონობა მოიპოვა.
შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ოთხი წონითი კატეგორიიდან ყველაში გაიმარჯვა და 4 ოქროს მედალი მოიპოვა, ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), დავით ჩხარტიშვილი (60), თემურ ჭკუასელიძე (74) და გიორგი მელია (96) გახდნენ.
www.wrestling.ge