ფეხბურთი

23:59 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახთა მწვრთნელი ბაისუფინოვი: “გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მჭედლიძეს მაინც აღვნიშნავდი”

ყაზახეთის ეროვნულმა ნაკრებმა საღამოს “დინამო არენაზე” ივარჯიშა. მანამდე, საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ტალგატ ბაისუფინოვმა პრესკონფერენცია გამართა. ბაისუფინოვმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ ანტალიაში აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩში მოგება (1:0) მნიშვნელოვანი იყო მისი გუნდისთვის და შეეცდება, რომ საქართველოსთანაც დადებით შედეგს მიაღწიონ.
ბაისუფინოვი: - ახლა უფრო თავდაჯერებულნი ვიქნებით. არ ვიცი, როგორ დასრულდება ხვალინდელი მატჩი, მაგრამ ვეცდებით, რომ ტაქტიკური ვარიანტები, რაზეც ანტალიაში ვიმუშავეთ, ქართველებთან ზუსტად გადავიტანოთ. საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ, კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს და იოლი მატჩი არ გვექნება. 15 ლეგიონერი გყავთ გამოძახებული, რაც შთამბეჭდავია.
...ქართველების გამორჩეული ფეხბურთელები? საერთოდ, არ მიყვარს გამორჩევა, რადგან ვაფასებ მთლიანად გუნდს. თუმცა აღვნიშნავდი “ემპოლიში” მოთამაშე ლევან მჭედლიძეს, რომელიც ტანმაღალი და აგრესიული ფორვარდია. მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვიყოთ.
...შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მიზანი? კონკრეტულად რომელიმე ადგილის დაკავება არ დაგვისახავს მიზნად, თუმცა ყველა შეხვედარში მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ.
...ვლადიმირ ვაისს რაც შეეხება, ისევ ვიტყვი, რომ ვაფასებ მთლიანად გუნდს და არა კონკრეტულ პიროვნებებს. ისე კი, ვაისმა, როგორც სხვა უცხოელმა სპეციალისტებმა, საკმაო წვლილი შეიტანეს ყაზახური ფეხბურთის წინსვლაში. მათ ხელში ჩვენმა ფეხბურთელებმა პროგრესი განიცადეს, ოსტატობა დახვეწეს.
...ფავორიტი ხვალინდელ მატჩში? ჩვენს ნაკრებს აქვს კარგი რესურსი. მართალია, საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ, მაგრამ დადებითი შედეგის იმედი გვაქვს და საამისოდ ყველაფერს გავიღებთ”.

0.118841