ფეხბურთი

20:32 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “შეუთამაშებლობა და კონცენტრაციის დაკარგვა – ფრის მიზეზი”

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უკრაინასთან ამხანაგური მატჩი (3:3) დადებითად შეაფასა, დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორად მუშაობით ეს გამოსწორებადია.

გია გეგუჩაძე (საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საკმაოდ შინაარსიანი თამაში გამოვიდა და მეორე მხრივ კურიოზულიც. შეცდომები იყო, თუმცა ჩემი მიზანი იყო გამომეცადა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული მყავდა. ამ თამაშს მთლიანობაში დადებითად შევაფასებდი. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა გამოჩნდა ვისზე შემიძლია დაყრდნობა. ამავდროულად, ამ ასაკში ფეხბურთელების ჩანაცვლებაც მომიწევს ასაკის გამო. მიმდინარე შესარჩევ ციკლშიც სამი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს დარჩენილი და მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ”.

გვალია თუ ვაჩიბერაძე? – “ვისაც შეუძლია დაიცვას საქართველოს ღირსება და ამის სურვილი აქვს, ყველას მივესალმები და მირჩევნია”.

შეუთამაშებელი დაცვის ცენტრი – რა თქმა უნდა, მეკარისა და დაცვის შეცდომა განსაკუთრებულად ჩანს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გუნდურად დავიცვათ თავი, მაგრამ ბოლო მომენტში გამოჩნდა მათი შეცდომა. შეიძლება ითქვას, შეუთამაშებლობა იყო, კონცენტრაციის დაკარგვა... მაგრამ მომავალში ეს გამოსწორებადია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ”.

0.161523