ფეხბურთი

18:52 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

U21: უხვგოლიანი ტაიმი ზესტაფონში

ამ წუთებში ზესტაფონის “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის 21-წლამდე ნაკრებები ერთმანეთში სპარინგობენ. პირველი ტამის მერე საყაიმო ანგარიშია – 2:2.

საერთოდ, თამაში მიუხედავად ცუდი ამინდისა, ძალიან კარგი საყურებელია და გარდა უხვგოლიანობისა, არც სახიფათო მომენტების ნაკლებობას უჩივის. ჩვენი სტუმრები საწყის 45 წუთში ორჯერ იგებდნენ, მაგრამ გია გეგუჩაძის შეგირდებმა წონასწორობა ორჯერვე აღადგინეს და მეტიც, ტაიმის ბოლოს უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა სრულად ხელთ იდგეს და წინ გასვლა რამდენჯერმე შეეძლოთ. უბრალოდ, ბოლო დაბრკოლება, უკრაინელთა კარის დარაჯი დმიტრო ბეზრუკი ვეღარ დაჯაბნეს....

საქართველო (21წ) – უკრაინა (21წ) LIVE

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”. 18:00 საათი

საქართველო (21წ) (4-2-3-1): კუპატაძე; გეგეჭკორი, ტაბიძე, მარგველაშვილი, თევზაძე; გოროზია, გვილია; ხარაშივილი, კიტეიშვილი, არაბული; ჭანტურია

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

უკრაინა (21წ) (4-2-3-1): ბეზრუკი; ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, კაჩარაბა, იერემჩუკი; კაბაიევი, მიროშნიჩენკო; მიხაილიჩენკო, ვაჩიბერაძე, იურჩენკო; სობოლი

მწვრთნელი: ალექსანდრ ჰოლოვკო

გოლები: 0:1 სობოლი (18), 1:1 ჭანტურია (21), 1:2 იარემჩუკი (26), 2:2 კიტეიშვილი (34)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.149264