ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი მიმდინარე კვირაში ისრაელის ქალაქ რაანანაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ითამაშებს.
მეტრეველი ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში სლოვენიელ ბლაზ როლას ეთამაშება. მისი დამარცხების შემთხვევაში, ალექსანდრე 9 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს, ტურნირის მოგებისთვის კი 110 ქულაა გათვალისწინებული.
საინტერესოა, რომ შარშან რაანანაში ჩემპიონობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იზეიმა, თუმცა, წლეულს ის ისრაელში არ ჩასულა და ამდენად, ქულების დაცვასაც ვერ მოახერხებს.