ფეხბურთი

11:49 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდში სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს (VIDEO)

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტადიონი 7200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგებისა და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელიც ზუგდიდის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "დაგის" პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

0.117728