ფეხბურთი

21:30 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” პირველი შენაძენი დამდეგი სეზონისთვის

რომის “ლაციომ” “ემპოლის” ცენტრალური მცველი ლორენცო ტონელი გაიფორმა. იტალიური გამოცემების ცნობით, დედაქალაქურ გუნდს 25 წლის ფეხბურთელის შეძენა 7-8 მილიონი ევრო დაუჯდა. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია, მხარეებს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ იტალიური მედიის მტკიცებით, უახლოეს ხანებში გაოფიციალურდება.

ლორენცო ტონელი “ემპოლის” ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა და უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ტოსკანური გუნდის დაცვაში წამყავნ როლს თამაშობს. ტონელიმ მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. მათ შორის, ერთი სწორედ “ლაციოს” კარში.

0.111941