იტალიური “რომა” თავდამსხმელ შტეფან ელ შაარავის “მილანიდან” ზაფხულში სრულად გამოისყიდის. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა corriere dello sport-ი იუწყება. წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქური გუნდი ეგვიპტური ფესვების მქონე შემტევის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს გაიღებს. თუ რამდენწლიან კონტრაქტს გაუფორმებს “რომა” ელ შაარვის, ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფორვარდი “ჯალოროსის” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მალევე იქცა. იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 თამაშში 5 გოლი გაიტანა. მანმადე კი, სეზონის პირველი ნახევარი ფრანგულ “მონაკოში” გაატარა, მაგრამ მონტე-კარლოში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.