ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ისრაელის ქალაქ რამათ ჰაშარონში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის ფინალური მატჩი წააგო.
მეტრეველი აღნიშნულ შეჯიბრში მე-2 ნომრად იყო განთესილი და ოთხ მეტოქეს ისე სძლია, სეტიც კი არ დაუთმია. სამწუხაროდ, ფინალში ალექსანდრემ მე-4 განთესვის მქონე ამერიკელ პეტერ კობელტს სათანადო წინაამდეგობა ვერ გაუწია და 3:6, 4:6 დამარცხდა.