ფეხბურთი

18:50 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰესკი: "კეინს შეუძლია "რეალს" დიდი სამსახური გაუწიოს"

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა ემილ ჰესკიმ განაცხადა, რომ ჰარი კეინი, ჯეიმი ვარდი და დელი ალი ნებისმიერი ევროპული კლუბისთვის სასურველი ფეხბურთელები არიან.

"გერმანიასთან ინგლისის ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ. კეინი, ვარდი, ალი - ვინ არ ისურებდა ამ ფეხბურთელების ყიდვას. ნებისმიერი ევროპულ კლუბს დაამშვენებდა. წავა თუ არა "რეალში" კეინი? ჰარის "რეალში" მე პირადად მივიღებდი და ბენზემასთან წყვილში ვათამაშებდი." - ციტირებს Daily Mail-ი ჰესკის სიტყვებს.

გერმანიასთან მოგებულ (3:2) შეხვედრაში კეინმა 61-ე წუთზე ანგარიში შეამცირა (1:2), 13 წუთში კი ვარდიმ გაათააბრა. გამარჯვბის გოლი კი ერიკ დიერმა 91-ე წუთზე გაიტანა.

0.122692