ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელის ერნან კრესპოს სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა. “მოდენას” ხელმძღვანელობამ 40 წლის არგენტინელს მორიგი მარცხი აღარ აპატია და კარისკენ მიუთითა.
“მოდენა” გუშინ საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა და 93-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ ორ წუთში ამდენივე ბურთი გაუშვა და დამარცხდა, რასაც კრესპოს განთავისუფლება მოჰყვა.
“მოდენა” 35 ქულით მე-18 ადგილზეა და ფლეი-აუტის ზონაშია.
შეგახსენებთ, რომ კრესპო სერია B-ს კლუბში სეზონის დასაწყისიდან მუშაობდა.