“ვალენსიას” გულშემატკივრებს საყვარელი კლუბის მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინის ხილვა სურთ.
ესპანურმა გამოცემამ შუპერდეპორტე–მ გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ სურთ ქომაგებს “ღამურების” ახალ მთავარ მწვრთნელად. გამოკითხულთა 50%-მა ხმა მანუელ პელეგრინის მისცა და მეორე ადგილზე გასულ პაკო ხემესს დამაჯერებლად გაუსწრო, რომელმაც ხმების 27% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 6-6% კიკე სანჩეს ფლორესმა და რუბენ ბარახამ მიიღეს, ხორხე სამპაოლიმ 5% მოიპოვა, ედუარდო ბერიცო 2%-ს სურს, ხოლო რუდი გარსია, პაკო აირისტანი, კიკე სეტიენი და ფრან ესკრიბა 1%-ს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი თავკაცი გარი ნევილი სეზონის დასრულებისთანავე (შესაძლოა იქამდეც) დატოვებს კლუბს, რადგანაც “ვალენსია” ძალიან ცუდად თამაშობს, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.
მანუელ პელეგრინის კანდიდატურა კი მართლაც რეალურია. როგორც იცით, ის 1 ივლისს “მანჩესტერ სიტის” დატოვებს და ახალი სამსახურის ძიებაშია.
მანუელ პელეგრინი, “ვალენსია”,