ფეხბურთი

21:44 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი გაბრიელმა შეცვალა

კარლოს დუნგამ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დისკვალიფიცირებული ნეიმარის ნაცვლად, "სანტოსის" თავდამსხმელი 19 წლის გაბრიელ ბარბოზა გამოიძახა. ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ურუგვაისთან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და პარაგვაისთან 30 მარტს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ბარბოზა ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი პირველად გამოიძახეს. გაბრიელი "სანტოსის" მთავარ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს.

0.113994